საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

 

№10/29-01

20.07.2023 წ.

ქ. თბილისი

 

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2023-2024 სასწავლო წლისათვის დოქტორანტურაში მისაღები დარგობრივი კომისიების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის,  მე-6 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2023-2024 სასწავლო წლისათვის დოქტორანტურაში

1.1. ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის დარგობრივი კომისია:

ა) პროფესორი გიორგი ღაღანიძე - დეკანი (თავმჯდომარე)

ბ) აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

გ) აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე

დ) პროფესორი იური ანანიაშვილი

ე) პროფესორი თეიმურაზ ბერიძე

ვ) პროფესორი რევაზ გველესიანი

ზ) პროფესორი სიმონ გელაშვილი

თ) პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი

ი) პროფესორი ეთერ ხარაიშვილი

კ) პროფესორი მირიან ტუხაშვილი

ლ) ასოცირებული პროფესორი მარინა ჩავლეიშვილი - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი

მ)ასოცირებული პროფესორი მანანა ლობჟანიძე - დეკანის მოადგილე

ნ) ასოცირებული პროფესორი მერაბ ხოხობაია - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი

1.2. ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დარგობრივი კომისია:

ა) პროფესორი გიორგი ღაღანიძე - დეკანი (თავმჯდომარე)

ბ) პროფესორი ლევან საბაური

გ) პროფესორი ნუგზარ თოდუა

დ) პროფესორი ირაკლი კოვზანაძე

ე) პროფესორი დავით ნარმანია

ვ) პროფესორი დემურ სიჭინავა

ზ) პროფესორი თეიმურაზ შენგელია

თ) პროფესორი იოსებ ხელაშვილი

ი) ასოცირებული პროფესორი მარინა ჩავლეიშვილი - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი

კ) ასოცირებული პროფესორი მანანა ლობჟანიძე  - დეკანის მოადგილე

ლ) ასოცირებული პროფესორი მერაბ ხოხობაია - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი

2.  წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
 

ფაკულტეტის დეკანი         პროფესორი   გიორგი ღაღანიძე